ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა აცხადებს, რომ ევროკავშირის დღის წესრიგში დგას საქართველოსათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი, რასაც, მისი თქმით, მხოლოდ 15 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. ამის შესახებ ცაჰნკამ ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გაუქმების პროცესი“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.