LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსმენაში მონაწილეობას არ მივიღებთ: ლევან ბეჟაშვილი

39
ლევან ბეჟაშვილი

„ნებისმიერ განხილვაში მონაწილეობის მცდელობა, თუნდაც იმ მოტივით, რომ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემა წარმოვაჩინოთ, თუნდაც კანდიდატებთან დაკავშირებით, „გაპრავების პროცესში“ შეგვიყვანს“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა და დასძინა, რომ პარტია პარლამენტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ბეჟაშვილის შეფასებით, დღეს, მართლმსაჯულების ფორუმზე ნათლად გამოჩნდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ერთ მხარეს არის პოლიტიკური ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო პარტნიორები, ხოლო, მეორე მხარე – „ქართული ოცნება“ და სასამართლოს „კლანი“, რომელიც სასამართლო სისტემაში ხელისუფლების უზურპაციას ცდილობს.

„გამოიკვეთა პოზიცია, რომ პოლიტიკურმა ოპოზიციამ არ უნდა შევუწყოთ ხელი იმ პროცესის გაყალბებას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ წარმოაჩინოს. შარლ მიშელის დოკუმენტი ითხოვს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას და მართლმსაჯულების რეფორმაზე სტრატეგიული დოკუმენტის მიღებას.

ნებისმიერ განხილვაში მონაწილეობის მცდელობა, თუნდაც იმ მოტივით, რომ წარმოვაჩინოთ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემა, თუნდაც კანდიდატებთან დაკავშირებით, შეგვიყვანს „გაპრავების პროცესში“ და „ქართულ ოცნებას“ საშუალება ექნება თქვას, რომ პროცესი დემოკრატიული იყო. ამ პროცესს ჩვენ ხელი არ უნდა შევუწყოთ, ამიტომ არ ვიღებთ მონაწილეობას განხილვებში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

magti 5g