LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებულ კანონპროექტს უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება – არჩილ თალაკვაძე

100
არჩილ თალაკვაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე საბოლოო განხილვა შედგა – კანონპროექტს სესიაზე უმრავლესობის მხარდაჭერა ექმნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართა.

„კანონპროექტს აუცილებლად მივიღებთ მაღალი მხარდაჭერით. მასში ყველა ის ძირითადი პრინციპია ასახული, რა მოთხოვნაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით საზოგადოებას ჰქონდა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე ინფორმაციით, უმრავლესობის სხდომაზე მსჯელობა გაიმართა მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგთან დაკავშირებით. მიმდინარე კვირას პარლამენტში მთავრობის 3 წევრს ელიან. მათ შორის ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს მოუსმენენ.

დღევანდელ შეხვედრას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით რეგულირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის პროცედურა, დგინდება მოსამართლეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენის პროცედურა.

magti 5g