LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უზომოდ მადლიერი ვარ… ამას ჩემს სახელს ვერ მივაკერებ“ – როგორ პასუხობს ნატალია ყიფშიძე მამის და ბაბუის შესახებ სოცქსელში მიმდინარე დისკუსიას

379
ნატალია ყიფშიძე

ნატალია ყიფშიძე, სოციალურ ქსელში ზურა და გიორგი ყიფშიძეების პროტესტის ამსახველ ინფორმაციას ავრცელებს და წერს რომ უზომოდ ბედნიერია.

საქმე ეხება თუმანიშვილის თეატრის დასის მსახიობების პროტესტს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე, სადაც მისი ბაბუა ზურა ყიფშიძე და მამა გიორგი ყიფშიძე სხვა მსახიობებთან ერთად, სცენაზე პროტესტის ნიშნად დგანან:

ვიდეო: ,,არა რუსულ რეჟიმს” – თუმანიშვილის თეატრის დასის მსახიობების პროტესტი მარჯანიშვილის თეატრში

„ბევრი ლამაზი სიტყვები წავიკითხე და უზომოდ მადლიერი ვარ! მაგრამ ეს ყველაფერი მსახიობთა დასის დამსახურებაა და ამას ჩემს სახელს ვერ მივაკერებ ❤️ მიხარია ყოველი ხმამაღალი განაცხადი, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობას ითვალისწინებს და ჩემი ოჯახის დანახვაც რა საკვირველია სასიხარულოა ჩემთვის ❤️“ – წერს ნატალია ყიფშიძე

ცნობისთვის, „არა რუსულ რეჟიმს” – თუმანიშვილის თეატრის დასის მსახიობებმა მარჯანიშვილის თეატრში პროტესტი მსგავსი წარწერიანი ბანერებით გამოხატეს.

სცენაზე პროტესტის ნიშნად დგანან, მამა-შვილი ზურა და გიორგი ყიფშიძეები.

Posted by Natalia Kipshidze on პარასკევი, 24 მაისი, 2024

magti 5g