ტაბლოიდების „წლის გმირი“ – ელიტური ძიძა კრისტინ უზუნიანი ახალი სკანდალის ცენტრშია. 28 წლის უზუნიანთან მოკლევადიანი რომანი მის „დამსაქმებელს“ – ბენ აფლეკს ოჯახის დანგრევის ფასად დაუჯდა. ძიძა ამას არ დასჯერდა და უკვე იპოვა ახალი ობიექტი რომანტიკული კავშირისთვის.
გასულ ზაფხულს კრისტინმა შეხვედრა თხოვა აფლეკის ახლო მეგობარს და სუპერმოდელ ჟიზელ ბუნდხენის ქმარს, ტომ ბრედის. ტაბლოიდების მტკიცებით, 38 წლის ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე და ძიძა ერთმანეთს პირველად აფლეკთან ერთად მოგზაურობისას შეხვდნენ და მათ შორის მაშინვე გაჩნდა პირადი სიმპატია.
ტომ ბრედის ცოლი – მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი უკვე მიხვდა, რომ უზუნიანთან ხუმრობა არ ღირს. ბოლო დროს ქმარი ცდილობს, ნაკლები დრო გაატაროს სახლში, რაც ბუნდხენს ძალიან აბრაზებს. ბრაზილიელმა სუპერმოდელმა დაკითხვაც კი მოუწყო შვილების ძიძებს, რას აკეთებენ, რომდესაც თვითონ სახლში არ არის.