LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჩუქოთ ბავშვს ლამაზი ტანსაცმელი, თოჯინა, გავასეირნოთ! ​არ გვინდა ეს იაფფასიანი რაფინირებული ნახშირწყლები!! – ირაკლი ფაღავა ტკბილეულის მავნებლობაზე

489
iraklifagavanews

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ ტკბილეულის მავნებლობაზე ისაუბრა და წახალისების მიზნით ბავშვისთვის ტკბილეულის ყიდვის ტაქტიკა გააკრიტიკა.

,,ბავშვს რომ წახალისება სჭირდება, გეთანხმებით. ეს არის აღზრდის შემადგენელი აუცილებელი ნაწილი, მაგრამ​ ნუთუ წახალისების სხვა საშუალებები არ არის, გარდა ტკბილეულის ყიდვისა?! ადამიანის ორგანიზმი ადაპტირებულია გაცილებით მეტი მოძრაობისადმი. ქალაქში მცხოვრები ადამიანის მოძრაობა შეზღუდულია. ადამიანის ორგანიზმი არ არის ადაპტირებული ასე ხშირად და ამდენი რაფინირებული ნახშირწყლების მისაღებად. ჩვენ ყველანი რეკლამის მსხვერპლი ვართ. თამბაქო და ალკოჰოლი ყველამ ვიცით, რომ ნარკოტიკია და ის ლეგალიზებულად იყიდება. იგივე შეიძლება ითქვას ტკბილეულზე. ისეთი ტენდენცია წამოვიდა, რომ ადრეული ასაკიდანვე მიჰყავთ ბაგა-ბაღებში. პატარა ბავშვი დედასთან უნდა იზრდებოდეს, თუკი არის ამის შესაძლებლობა. მესმის, ოთხ-ნახევარი ან ხუთი წლის ასაკიდან მივიყვანოთ ბავშვი, მაგრამ იქამდე იქნებ არ ღირდეს. ბაღში თუ ვერ ვახერხებთ, სახლში მაინც მოვაკლოთ ბავშვს არაჯანსაღი რაღაცები.

ვაჩუქოთ ბავშვს ლამაზი ტანსაცმელი, თოჯინა, წიგნი, გავიყვანოთ პარკში, გავასეირნოთ. ​არ გვინდა ეს იაფფასიანი რაფინირებული ნახშირწყლები, რომელთა ხარისხზე თუ ნებას დამრთავთ, აქ არ ვისაუბრებ“ – აღნიშნულ საკითხებზე ირაკლი ფაღავამ  პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g