LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვადაგასული პრეპარატები და რეგისტრაციის არქონა – იმერეთში 42 ვეტერინარულ ობიექტს სანქციები დაეკისრა

121
1321321

იმერეთის რეგიონში, ვეტერინარული კლინიკების, ვეტაფთიაქების და ზოომაღაზიების შემოწმების შედეგად, 98-დან 42 ობიექტს კანონმდებლობით კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები დაეკისრა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გამოვლენილია სხვადასხვა დარღვევა, მაშ შორის ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია და რეგისტრაციის არქონა.

“ფერმერებისა და შინაური ცხოველების მეპატრონეთა ინტერესების დაცვისა და ბაზრიდან უხარისხო ვეტპრეპარატების ამოღების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით კონტროლს მთელი წლის განმავლობაში აქტიურად განახორციელებს. სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, ვეტერინარული პრეპარატების შეძენისას ყურადღებით გაეცნონ ეტიკეტს, მასზე მითითებულ ვადასა და გამოყენების წესს”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g