კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი 9 მაისს 75 წლის გახდა და ეს თარიღი ფილარმონიაში დიდი კონცერტით აღინიშნა.
ვაჟა დურგლიშვილი ჟურნალ „სარკეს“ გადატანილი მძიმე დაავადების და ვაჟის, რატის დიდი დახმარებისა და თანადგომის შესახებ უყვება:
„ჯერ გულმა შემაწუხა, შემდეგ პროსტატის ჯირკვლის სიმსივნე გამიჩნდა, რის გამოც თურქეთში გადამიყვანეს და ოპერაცია გამიკეთეს. რადიოლოგიური თერაპიის 39 სეანსი დამჭირდა, რამაც სისხლის გათეთრება გამოიწვია. უმოძრაო, უიმედო ავადმყოფი ვიყავი. საბედნიეროდ, სწორმა და ხანგრძლივმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო და ფეხზე დამაყენეს. ამ ყველაფრის შედეგად მეხსიერება ისე დამიზიანდა, რომ ნოტების წერაც დამავიწყდა. ჩემთვის ეს უმძიმესი პერიოდი იყო.
რატიმ შეუძლებელი გააკეთა. ახლაც მიკვირს, როგორ შეძლო ასეთი მობილიზება, ფინანსების მოძიება. ძალიან ვწუხდი, რომ ჩემს შვილს ასეთი დიდი ტვირთი ავკიდე. მშობელი რა ასაკშიც უნდა იყოს, სურს, რომ შვილებს თავად დაეხმაროს, ყოველთვის ასე ვიყავი, უცებ კი შვილების მოსავლელი და საზრუნავი გავხდი…“