LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაჟა ექიმი უკრაინაში მიფრინავს!..“

445
giga228

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი ავრცელებს ფოტოს, რომელიც ცნობილ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან ერთად აქვს გადაღებული და წერს, რომ ის უკრაინაში აპირებს გამგზავრებას:

„ვაჟა ექიმი უკრაინაში მიფრინავს. კაცებს შორის გამორჩეული კაცი!..“

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი თვეზე მეტი ხნის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეობაში იმყოფებოდა, ცხინვალში. ის 2019 წლის 9 ნოემბერს დააკავეს და საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებდნენ. თავად ექიმი ბრალდებას არ აღიარებდა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა მას 2019 წლის 20 დეკემბერს ერთი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ის 2019 წლის 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები