LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაჟა-ფშაველას გამზირდე ქალის ცხედარი იპოვეს, მკვლელი დაკავებულია

161
a79032_big

თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოკლული ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მკვლელი უკვე იდენტიფიცირებულია. მას დუშეთის სასამართლომ მას დღეს პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 52 წლის ქალი “რამდენიმე დღის წინ” მოკლეს.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდაცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პ.პ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, შურისძიების მოტივით, 1970 წელს ო.პ.-ს, მისსავე ნაქირავებ ბინაში, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული თბილისში დააკავეს.

დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ავრცელებს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალის ცხედარი ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბინაში იქნა აღმოჩენილი. დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g