გვიან ღამით, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე 31 წლის მამაკაცი დაჭრეს. როგორც ცნობილია, დაპირისპირება რამდენიმე ადამიანს შორის მოხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჭრილობა მამაკაცს მკლავის არეში, ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 235-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.