თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეტროს მიმდებარედ, მოსახლეობა რვასართულიანი შენობის მშენებლობას აპროტესტებს. აქციის მონაწილეთა თქმით, მშენებლობა დარღვევებით მიმდინარეობს.
მათი განცხადებით, ამჟამად აშენებულია ექვსი სართული და მის დემონტაჟს ითხოვენ. აქციის მონაწილეების განმარტებით, აღნიშნული ადმინისტრაციული საქმე სააპელაციო სასამართლოშია გადაგზავნილი.
აქციის მონაწილეები მთავარ პროკურატურასთან შენობის დემონტაჟთან ერთად გამოძიების დროულ დასრულებას ითხოვენ.