ბრიტანეთის თავდაცვის უწყება „ტვიტერზე“ წერს, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლები უკვე აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფებიან.
მათივე ცნობით, მოსალოდნელია, რომ საბრძოლო ოპერაციებში „ვაგნერის“ 1000-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი ჩაერთვება, მათ შორის ორგანიზაციის ხელმძღვანელები.
„უკრაინაში რუსეთის სერიოზული დანაკარგისა და დიდწილად შეფერხებული შეტევის გამო, რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა „ვაგნერის“ მებრძოლები სირიიდან და აფრიკიდან უკრაინაში გადაისროლოს“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 28 March 2022
Find out more about the UK government’s response: https://t.co/LGcaASzEkJ
?? #StandWithUkraine ?? pic.twitter.com/qWJcREPqRN
— Ministry of Defence ?? (@DefenceHQ) March 28, 2022