2023 წელს, ქუთაისის აეროპორტთან მომხდარმა ტრაგედიამ ხუთი ახალგაზრდის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათ შორის ერთ-ერთი ლაშა წიქორიძე იყო, რომელიც დღეს გარდაცვლილი მომღერლის, ხვიჩა ხოჯავას მეგობარი იყო. ლაშას დედა, თეა გუბელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ვაიმე, ხვიჩუ, სად წადი ბიჭო… ჩემს ლაშუნიას შეუერთდი… რამხელა ტკივილო განმიახლე, ხვიჩაა… ხო გამიხეთქეთ ისედაც გახეთქილი გული, მაგისთვის დამათვალიერე ერთი კვირის წინ? ლაშა, დედი, ლაშუ, მოვიდა ხვიჩა, შენთანაა უკვე… მოგიყვება ახლა, როგორ ვართ უშენოდ აქ, ცოცხალ-მკვდარი რომ დავდივართ, დე, თქვენ მოგიკვდით მე,“ – წერს თეა გუბელაძე.