ქართულ სადაზღვევო ბაზარზე სიახლეა – PSP დაზღვევამ რებრენდინგის შემდეგ „ვაიზერად“ დაიწყო პოზიციონირება და უახლოეს მომავალში, ბაზარზე ახალი სტანდარტების დასამკვიდრებლად, საზოგადოებისთვის არაერთი ორიგინალური და თანამედროვე სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზებას აპირებს.
გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ აღნიშნული სიახლის შესახებ დაწვრილებით ისაუბრა „ვაიზერის“ სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა სოფო ლებანიძემ:
– PSP დაზღვევა, როგორც PSP ჯგუფის წევრი, უკვე 15 წელია, რაც სადაზღვევო ბიზნესში წარმატებით ოპერირებს. 130 000-ზე მეტი დაზღვეულის ნდობა და ასეულობით ორგანიზაციის მხარდაჭერა PSP დაზღვევის გუნდის შრომის, პროფესიონალიზმისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის შედეგია. ვფიქრობ, სწორ დროს გვეყო გამბედაობა იმისა, რომ თამამად შევაჯამოთ ეს 15 წლიანი ისტორია და ახალი ნაბიჯები გადავდგათ ახალი სახელითა და ახალი ხედვით.
PSP დაზღვევა საინტერესო კონცეფციით ტრანსფორმირდა „ვაიზერად“. ბაზარს, ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, რომლებიც არცთუ ისე მცირე რაოდენობით გვყავს და რომლებისთვისაც PSP დაზღვევა ყოველთვის იყო საიმედო, სტაბილური პარტნიორი, ინოვაციურ პროდუქტებს შევთავაზებთ, „ვაიზერი“ აუცილებლად იტყვის ახალ სიტყვას ბაზარზე.
– რატომ შეირჩა რებრენდინგის შედეგად სადაზღვევო კომპანიისთვის სახელწოდებად „ვაიზერი“?
– მოგეხსენებათ, ინგლისური სიტყვა wise ბრძენს ნიშნავს, მაგრამ ეს სახელდება ჩვენთვის არ არის მხოლოდ სიბრძნესთან ასოცირებული. ამის დასტურია ჩვენი სარეკლამო კამპანიაც, რომელიც სიბრძნესთან ერთად დაფუძნებულია ცოდნაზეც, გამბედაობაზეც და თავისუფლებაზეც.
კამპანია ძალიან საინტერესო ჟღერადობისაა – „ჩვენ ვაზღვევთ ყველაფერს, მაგრამ შენ ყველაფერს ნუ დააზღვევ“. მისი მეშვეობით გვინდა, რომ სულ სხვანაირად დავპოზიციონირდეთ დაზღვეულებთან. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, რომ იცხოვრონ თავისუფლად და საკუთარი რისკები ანდონ „ვაიზერს“, ანუ ჩვენი მომხმარებლების თავისუფლებას არაფერი არ უნდა ზღუდავდეს, მათი რისკები ჩვენი სამართავია.
– როდიდან შესთავაზებთ ახალ პროდუქტებს ბაზარს?
– იქიდან გამომდინარე, რომ PSP სამედიცინო ჯგუფია, აქამდე ბაზარზე ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით ვოპერირებდით, ტრანსფორმაცია კი დაზღვევის სხვა სახეობებში უფრო მეტი აქტიურობით შემოსვლას გულისხმობს. ჩვენ არა მხოლოდ კორპორაციული დაზღვევის ნაწილში ვგეგმავთ საინტერესო და სრულიად ახალი პროდუქტების წარდგენას, არამედ ინდივიდუალური დაზღვევის მიმართულებით აქტიურად მუშაობასაც. ამ ყველაფერს, ცხადია, სჭირდება თანმიმდევრობა. საზოგადოებას სიახლეებს ეტაპობრივად მივაწვდით, რადგან ყოველი ახალი პროდუქტი დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
– ფასების მხრივ მომხმარებელზე ორიენტირებულობასაც შევეხოთ.
– ჩვენი სტრატეგია არის ის, რომ დაზღვევა არ წარმოადგენდეს ფუფუნების საგანი, დაზღვევა არის ის აუცილებლობა, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა განვიხილავდეთ. ამდენად, მომხმარებლებს შევთავაზებთ გაუთვალისწინებელი რისკების დაცვის ისეთ მოდელს, რომელიც ნამდვილად იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი და მათი ლოიალობა აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.
(R)