ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მაღაზია “ბატა” გაქურდეს. მაღაზიიდან 100 ლარამდე თანხა და ლეპტოპია წაღებული.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში უთხრეს, მომხდარზე არასრულწლოვნები არიან მხილებული და ამ დროისთვის, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.