LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკეში რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება

67

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, დაზიანების სალიკვიდაციო სამუშაოებს ღამის საათებში ჩაატარებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, წყალსადენის 700 მმ-იანი მაგისტრალური მილის აღსადგენად, კომპანია რამიშვილის ქუჩაზე სამუშაოებს დღეს, საღამოს 11 საათიდან დაიწყებს. ავარიულად დაზიანებული ქსელის აღდგენის პარალელურად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დამატებით, ახალ ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულსაც დაამონტაჟებს.

სამუშაოების ჩატარების გამო დღეს, 23:00 საათიდან, ხვალ, 21 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, ნატახტრის, რამიშვილის, საჯაიას, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, ლ. ელიავას, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის, რადიანის, ატენისა და ფალიაშვილის ქუჩებს.

ჩამოთვლილ ქუჩებს წყალი ხვალ, დილის 8 საათიდან, ეტაპობრივად აღუდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g