ვაკეში, თამარაშვილის გამზირზე კლდის მასა ჩამოიშალა, – აღნიშნულის შესახებ „ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მიწის მასის და ქვების ჩამოშლამ მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდა.
აღსანიშნავია, რომ მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მერიის სამსახურია მობილიზებული.