LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო ბიჭიკაშვილი აშშ-ში რთულ ემიგრანტულ ცხოვრებაზე საუბრობს: „ნამდვილად არ მქონდა გაცნობიერებული, რომ ცხოვრება ნულიდან უნდა დამეწყო… როცა უშუალოდ შენი არჩევანი ხდება ეს გზა, თითქოს შეტოპე და მერე გჭირს უკან გამოსვლა…“

277
ვახო ბიჭიკაშვილი

ვახო ბიჭიკაშვილი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, აშშ-ში ემიგრანტია, ჟურნალ „თბილისელებს“ (31 მარტის ნომერი) იმ რთულ ცხოვრებაზე ესაუბრება, რომელიც საქართველოდან წასვლის შემდეგ გაიარა და ახლაც გადის:

„სულ ვფიქრობ, ახლა რაღა უნდა მოხდეს-მეთქი, სულ ამ კითხვას ვუსვამ ჩემს თავს, თუმცა პასუხიც მაქვს: შეუძლებელი არაფერია. აქ ჩამოსულმა რამდენიმე ეტაპი გავიარე, მე ეს შევძელი და უკვე აღარაფრის აღარ მეშინია. ღმერთის და მეგობრების დახმარებით, ოჯახის გვერდით დგომით, ბევრი მოვახერხე და იმედია, კიდევ ბევრს შევძლებ. ნამდვილად არ მქონდა გაცნობიერებული, რომ ცხოვრება ნულიდან უნდა დამეწყო, რადგან ამდენი ხნით არ ვაპირებდი დარჩენას. რაღაც ეტაპზე ვიცნობდი ამ ემიგრანტულ გზას, მაგრამ როცა უშუალოდ შენი არჩევანი ხდება ეს გზა, თითქოს შეტოპე და მერე გჭირს უკან გამოსვლა. უფრო გასაგები რომ იყოს, ალეგორიულ შედარებას გავაკეთებ: თითქოს ტალახში შედიხარ, ისვრები და ფიქრობ, მოდი, ბოლომდე დავისვრები და ბოლოს, ამ დასვრის შემდეგ, შხაპი მელოდება და ჩამოვირეცხავ ტალახსო. მე ჯერ კიდევ მივდივარ და გაცნობიერებული მაქვს, სირთულეები და ბარიერები მელის, თუმცა არ მეშინია, ვიცი, გადავლახავ…“

ვახო ბიჭიკაშვილის ემიგრანტული ცხოვრება აშშ-ში: „ოჯახი საქართველოში მყავს, მეუღლის მადლიერი ვარ, ალბათ, ვერასდროს დავუბრუნებ იმას, რასაც ჩვენი შვილებისთვის აკეთებს…“

როგორ გახდა აშშ-ში სტუდენტი 36 წლის ასაკში ვახო ბიჭიკაშვილი: „გენატრება მეუღლე, შვილები, მშობლები, საყვარელი ადამიანები. უფრო, დღესასწაულებზე მაქვს შემოტევები, როცა მინდა, მეგობრებთან ჩაჯდომა, ცოლ-შვილთან ერთად დასასვენებლად წასვლა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g