LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო ბიჭიკაშვილი: „ჟანრობრივად ტაშ-ფანდურის ხასიათზე ვიქნები და მგონი, მსმენელსა და მაყურებელს გავახალისებ…“

134
vaxobichikashvili45

ვახო ბიჭიკაშვილმა საზოგადოებას თავის ახალი სიმღერაზე „ტანო ტატანო“ და მასზე გადაღებული კლიპი წარუდგინა. ახალი სიმღერა რადიომსმენელს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ვახო ბიჭიკაშვილი: 

„თავიდან სიმღერის სახელწოდება იყო „სიყვარულო“. რადიოფორმატისთვის შემდეგ შეიცვალა, ხალხიდან და აქტუალობიდან გამომდინარე და ჩამოყალიბდა, როგორც  „ტანო-ტატანო“. სიმღერა რამდენიმე თვის წინ ჩავწერე პაატა სილაგაძის P.S. Record Studio-ში. პრემიერა, რა თქმა უნდა, რადიო „არ დაიდარდოში“ გვქონდა.

კლიპის გადაღების პროცესი ცოტა დროის უქონლობის გამო გაგვიგრძელდა. სულ რაღაც ხუთი დღეა გამოვიდა ამ სიმღერის კლიპი და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მინდა, მადლობა ვუთხრა რადიომსმენელს და იმ მაყურებელს, ვინც ნახა და მოიწონა.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება – ჟანრობრივად, რა თქმა უნდა, ტაშ-ფანდურის ხასიათზე ვიქნები. მე მგონი, ჩვენს მსმენელსაც და მაყურებელსაც გავახალისებ. მადლობა, პირველ რიგში, რადიო „არ დაიდარდოს“, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ სიმღერის პოპულარიზაციაში. მადლობა მსმენელს, ვინც კვირიდან კვირამდე იწონებს და ითხოვს ამ სიმღერას. მოკლედ, ყველას მადლობა. ასევე ძალიან დიდი მადლობა „კომედი ჯგუფს“ გაწეული მხარდაჭერისთვის. ასევე კლიპისთვის, რაც მეგობრებმა ერთად გადავიღეთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g