აშშ-ში მცხოვრები ქართველი იუმორისტი, ვახო ბიჭიკაშვილი ხვიჩა კვარაცხელიასა და „პარი სენ ჟერმენის“ გაჩემპიონებას დიდ სტატუსს უძღვნის:
„ორი დღის წინ, ყველამ ვნახეთ, როგორ გაიტანა ქართველმა ბიჭმა გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში. გოლი არა მხოლოდ სპორტულ თვალსაზრისით, არამედ გოლი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სიამაყისთვის, საკუთარი ბავშვობის ოცნებებისთვის. ყველა ვიდეო თუ ფოტოს ნახვის დროს ცრემლები მომდის და გული მიჩქარდება,იმიტომ, რომ ეს ერთი ქართველი ბიჭის დიდი ისტორიაა.
ხვიჩა არის ის მოთამაშე, რომელიც თავისი შრომით, თავმდაბლობითა და ტალანტით იქცა მსოფლიო დონის ვარსკვლავად.
და მაინც, მას აკრიტიკებენ, რომ არ აკეთებს მკვეთრ პოლიტიკურ განცხადებებს. ქვეყანაში, სადაც პოლიტიკა ზღვარს ქვემოთ ნიშნულზეა!!!! თითქოს მისი წარმატება ნაკლებია იმიტომ, რომ ვერ აკმაყოფილებს ყველა მორალისტის მოლოდინს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხვიჩა არის სპორტსმენი და არა პოლიტიკოსი!!!! და რაც მთავარია, არც ერთი ხმა, არც ერთი განცხადება, ვერ ასწრებს იმ საქმეს წინ, რაც მან უკვე გააკეთა საქართველოსთვის.
ვისაც სიამაყის გრძნობა დაგეკარგათ, გთხოვთ, ისევ იპოვოთ ის!!!
ხვიჩა, შენ ჩვენი ნათელი მომავალი ხარ. შენ ისტორიას წერ. და ვინც ვერ გხედავს, ის ჯერ კიდევ წარსულშია.
გილოცავ, ჩემპიონო…“