LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახო მეგრელიშვილზე და იაგო ხვიჩიაზე კომედი შოუში თუ დამიძახებენ, იქ ვისაუბრებ: ბოკერია

104
bokeria-1

ვახოზე, იაგოზე კომედი შოუში თუ დამიძახებენ, მხოლოდ იქ ვისაუბრებ, – ასე უპასუხა ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა იაგო ხვიჩიასა და ნიკა მელიას შორის უთანხმოებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

გიგა ბოკერიას თქმით, „გირჩის“ წარმომადგენლებთან დაკავშირებით სერიოზულ საუბარს არ აპირებს.

„ჩემი პოზიციაა, რომ ვახოზე, იაგოზე კომედი შოუში თუ დამიძახებენ, მხოლოდ იქ ვისაუბრებ. რომელიმე კარგ კომედი შოუში თუ დამიძახებენ, სიამოვნებით მოვყვები ჩემს შთაბეჭდილებას, აქ – არა…

რაც შეეხება კითხვას, განიხილებოდა თუ არა გუშინდელ შეხვედრაზე ოპოზიციური გაერთიანებიდან „გირჩის“ გარიცხვის საკითხი, ბოკერია პასუხობს: ,,მაგ ხალხზე სერიოზულად საუბარს აქ არ ვაპირებ. რას ნიშნავს გარიცხვა, არ მესმის. ეს ხომ იმათ უნდა კითხოთ. უცნაური ამბავი არის, რაღაც სისულელეს მოისმენთ ხოლმე და იმათგან კი არ ითხოვთ განმარტებას – სხვებისგან. ამ ნიაღვარში ჩემს ჩათრევას ცდილობთ და ეს არ მოხდება. სისულელეა, ამიტომ განმარტებას ვერ გავაკეთებ“.- განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან ცუდი საუბარი ჰქონდა. მისი თქმით, „მოეჩვენა, რომ ნიკა მელია ემუქრებოდა“.

magti 5g