LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ აბაშიძე იტალიური კომპანია „Telecom Italia Sparkle“-ის წარმომადგენლებს შეხვდა

68

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე იტალიური კომპანია „Telecom Italia Sparkle“-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

კომპანია, თურქულ სატელეკომუნიკაციო კომპანია „Turkcell“-თან და სს „სილქნეტთან“ ერთად საქართველოში საქმიანობის დაწყებას გეგმავს და თბილისში ინტერნეტ-რესურსებთან მიერთების რეგიონალური წერტილის (Pop) შექმნას აპირებს. კომპანიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი უკვე მოეწერა.

შეხვედრის მიზანი ელექტრონული კომუნიკაციბის სფეროში არსებული კანონმდებლობის გაცნობა და რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვევა იყო. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

იტალიური კომპანია „Telecom Italia Group“ მსოფლიოში გლობალური ინტერნეტპროვაიდერების ათეულში (Tier 1) შედის. მისი  შვილობილი კომპანია  „Telecom Italia Sparkle“, რომელიც კომპანიის საერთაშორისო საქმიანობას წარმართავს,  საქართველოში, სამხრეთ კავკასიაში და რეგიონში ინტერნეტ-მომსახურების საბითუმო ბაზრით დაინტერესდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g