LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ ცინცაძემ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ეკონომიკური და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით მემორანდუმს მოაწერა ხელი

110
მემორანდუმი

საქართველოსა და თურქმენეთს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და თურქმენეთის მრეწველობისა და მშენებლობის სამინისტროს შორის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ.“

დოკუმენტი მიზნად ისახავს სამშენებლო მრეწველობის, მაღალი ტექნოლოგიების, კვლევისა და განვითარების, ინოვაციებისა და ტექნიკური რეგლამენტირების მიმართულებით მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას. აღნიშნული დოკუმენტი ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა და რესურსდამზოგველი ტექნოლოგიების შექმნას, ახალი სამშენებლო მასალების წარმოებაში ინოვაციური სამეცნიერო-ტექნიკური გამოცდილების გაზიარებას, სტანდარტიზაციის სფეროში პარტნიორობას, სამრეწველო ნედლეულის ტრანსპორტირების ხელშეწყობას, ერთობლივი ბიზნესფორუმებისა და სემინარების ორგანიზებას.

მემორანდუმი საქართველოში თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ მოაწერა.

დოკუმენტების გაცვლის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები