„ყაველაშვილს პოლიტიკური ამბიციები არ გაუჩნდება, ის იქნება მორჩილი და ყველა იმ პირობას დააკმაყოფილებს, რასაც გუნდი ეტყვის – პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გავაუქმეთ“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება შეაფასა.
მისი მოსარზებით, პრეზიდენტობის კანდიდატი მორჩილების ნიშნით შეირჩა.
„რა თქმა უნდა, პრეზიდენტობის კანდიდატს არჩევდნენ ერთგულების და მორჩილების ნიშნით. ალბათ, სხვა ვერ მოძებნეს უკეთესი და ყაველაშვილი დაასახელეს. ყაველაშვილს პოლიტიკური ამბიციები არ გაუჩნდება, ის იქნება მორჩილი და ყველა იმ პირობას დააკმაყოფილებს, რასაც გუნდი ეტყვის.
მიხეილ ყაველაშვილი:„განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას… გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა მით უმეტეს, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა შეურაცხყო კონსტიტუცია“
ყაველაშვილი მადლობას უხდის „თანამებრძოლებს, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს ნდობის გამოცხადებისთვის“.
საკმაოდ ცნობილი და აქტიური პირია. ვინც ადევნებდა თვალს მის გამოსვლებსა და პოზიციებს, მგონი, მათთვის გასაგებია ყველაფერი. ზოგადად, ამ გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გავაუქმეთ. არც კი ვიცი, სხვა რა უნდა ვთქვა“. – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ვახტანგ ძაბირაძემ.
ინფორმაციისთვის, მმართველმა გუნდმა პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.
ცნობისთვის, პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს დაინიშნა. ინაუგურაცია არჩევნების მესამე კვირა დღეს, 29 დეკემბერს გაიმართება.