ვახტანგ კახიძის ერთ-ერთი შესანიშნავი სიმღერა „სიყვარულს დავარქვი მე შენი სახელი“ ინტერნეტში ისევ პოპულარულია და ერთ-ერთ ლაივჩანაწერს ბევრი აზიარებს.
კომპოზიცია შესრულებულია თავად მაესტროს, თბილისის სიმფონიური ორკესტრის და სოლისტების, გიორგი სუხიტაშვილის, ნეკა სებისკვერაძის, ნატუკა კახიძის, გოგა მესხის, მაკა ზამბახიძისა და ბუკა კარტოზიას მიერ.