LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ ლოლუა და გიორგი ალადაშვილი 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდნენ

156
ვახტანგ ლოლუა და გიორგი ალადაშვილი

იორდანიის ქალაქ ამანში მიმდინარე 17-წლამდე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვახტანგ ლოლუა (60კგ) და გიორგი ალადაშვილი (71კგ) ნახევარფინალში იასპარეზებენ.

„პირველი არხის“ ცნობით, ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენებმა წინასწარი შეხვედრები წაუგებლად ჩაატარეს.

ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში ლოლუას მეტოქე ნიდერლანდელი ლაუინა იქნება, ალადაშვილი კი ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე ბირლიასთან იჭიდავებს.

მსოფლიო ჩემპიონატზე იორდანიაში პირველად შეჯიბრება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში იმართება, შემდეგ კი ქალთა და თავისუფალ ჭიდაობაში გამოვლინდებიან გამარჯვებულები.

ფოტო: „პირველი არხი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g