LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ რჩეულიშვილი – „მე და მაიას ძალიან გვიყვარს ლელა კილაძე, მაგრამ…“

207

ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ვახტანგ რჩეულიშვილი შვილის, გუკას ცხოვრებასთან დაკავშირებული ჭორების შესახებ საუბრობს. ის ამბობს, რომ ლელა კილაძეზე კარგის მეტი არაფერი ეთქმის, მაგრამ გუკას ცოლი კვლავ ნუცა კუხიანიძეა.

ვახტანგ რჩეულიშვილი აცხადებს, რომ მასაც სმენია ხმები გუკა რჩეულიშვილისა და ლელა კილაძის რომანის შესახებ, თუმცა ის შვილის პირად ცხოვრებაში არ ერევა.

„ლელა კილაძე ჩემი მეგობრის შვილია და მასზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. შალვა კილაძე ჩემი ბავშვობის ძმაკაცია. რომ ვთქვა, ლელა ჩემ თვალწინ გაიზარდა-მეთქი, მოვიტყუები. 24 საათი შალვასთან არ ვიყავი, მაგრამ ძალიან ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. მე და მაიას ლელა ძალიან გვიყვარს, მაგრამ გუკას მეუღლე არის ნუცა. არ დავმალავ და გეტყვით, რომ გუკას და ნუცას ოჯახში პრობლემებია. მე არ ვიცი ოჯახი, რომელსაც პრობლემები არ ჰქონდეს. გუკა თბილისშია, ნუცა – ამერიკაში, სადაც მას წელიწადში რამდენჯერმე უწევს ჩასვლა“ – ამბობს ინტერვიუში ვახტანგ რჩეულიშვილი.

კითხვაზე, გადავიდნენ თუ არა ერთად საცხოვრებლად გუკა და ლელა კილაძე, ის პასუხობს, რომ ეს ჭორია, გუკა ვერაზე ცხოვრობს თავის სახლში. „რა ხდება მათ შორის, არ ვიცი და არც არაფერს ვიკვლევ. ის ვიცი, რომ ნუცა ჩემი შვილია და ასე იქნება სულ“, დასძენს რჩეულიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g