გადაცემას ”ღვინო, დუდუკი, ქალები” ვახტანგ ტატიშვილი ესტუმრა.
ძალიან მიხარია, რომ აქ ხართ, როგორ დამთანხმდით?
გურული რომ ხარ იმიტომ, მართალია ნახევარი გურული ხარ, მაგრამ მეც დედა მყავდა გურული, მთლად აბდალი არის კვაშალი, მე და შენ ნახევარად აბდლები ვართ.
თქვენს თაობას იმდენი აქვს ნანახი, ნაქეიფარი…
ცდილობენ ღვინის მწარმოებლები აკადემიურები გაგხვადონ სუფრასთან, აფუჭებენ ღვინოს და ცოტას სვამს ხალხი…
რომელი ღვინით შედიხართ ხოლმე ბახუსში?
არ მინდა გურულები გავანაწყენო, მაგრამ კახური ღვინო მირჩევნია, დალიეთ ცოტა და არ იქნება მძიმე. ნუ დალევთ ბურთით და კარგად იქნებით. ციცქა-ცოლიკაურს არაუშავს, კარგი დასალევია, თუ კარგად არის შეზავებული. მაგრამ მე აღარ ვსვამ, 75 წლის ვარ, უბრალოდ სადაც მეტყობა იმას ვერ ხედავ…
კონიაკი, არაყი გიყვართ?
უმჯობესია კონიაკი, ცოტას დალევ და თვრები. რუსეთში რომ დავდიოდით, ან აქ ჩამოდიოდნენ, ჯერ კონიაკს სვამდნენ და მერე ღვინოს აყოლებდნენ, კვასს ეძახდნენ. ლაშა, რანაირი გურული ხარ შენ თუ ბუზის არაყი არ დაგილევია, ბუზის არაყს ეძახიან თაფლის არაყს.
მუსიკის როლი სუფრასთან…
უმუსიკოდ სუფრა კი არა, საიქიოდ აცილებენ ხალხს მუსიკით.
ქალი სუფრას ალამაზებს, მამაკაცს კი უნთებს ალებს…
მამაკაცები მარტო რომ არიან, ქალებზე ლაპარაკობენ, მაგრამ ისეთი ენით, მრცხვენია რომ მეც მასე ვსაუბრობ. ქალს სუფრასთან სულ სხვანაირი პეწი აქვს, ყველა მამაკაცი ვცდილობთ, თავი მოვაწონოთ სუფრასთან.
შემოდგომა რომ დადგება
ვეღარ ვისვრი პატრონასო
კაცს რომ უკვე არ უნდება
მაშინ იწყებს ტვინის თხრასო
75-ის გავხდი, წევიდა ახალგაზრდობა
არ გეტყობა, ამბობს ხალხი
ვერ ხედავს სადაც მეტყობა
მეც მიყვარდა კაი გოგო
მასთან გაფაჩუნებაო
ახლა შემიძლია მხოლოდ
თვალის ჩაპაჭუნებაო
აი, ასეთი კუპლეტები მაქვს….
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ვახტანგ ტატიშვილი – Света. Live
ვახტანგ ტატიშვილი – გრძნობა (Feelings). Live
ფოტოები