LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახუშტის ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდება

173
vaxushtis_xidi

ვახუშტის ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 24 თებერვალს, კვირას, 09:30-დან 11:30 საათამდე ხიდზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

„დროის ამ მონაკვეთში შეიცვლება დიდუბიდან ვახუშტის ხიდის გავლით, სააკაძის მოედნისკენ მოძრავი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები: საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაივლის წერეთლისა და თამარ მეფის გამზირებს, საიდანაც გმირთა მოედანს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები