LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის პარკში „ბუდაპეშტის“ მშენებლობა გამორიცხულია: სასტუმროს ადმინისტრაციას მერია და უმრავლესობა პასუხობს

114
ვაკე 22

დღეს ცნობილი გადახდა, რომ  ვაკის პარი დროებით იკეტება. ვაკის პარკში დაანონსებულ სამუშაოები სასტუმრო „ბუდაპეშტის” ადმინისტრაციამ გააპროტესტა.

კომპანიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ დედაქალაქის მთავრობა ბიზნესის უფლებებს არღვევს.

სასტუმრო “ბუდაპეშტის” მეპატრონე გოგა ზაქაიძე აცხადებს, რომ 2 წელიწადზე მეტია რაც მერია არ შეხმიანებია.

ვაკის პარკი დროებით დაიკეტება

რეაბილიტაციის პროცესში ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსისთვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი  შეუნარჩუნდება.

“ჩვენ ორ წელიწადზე მეტია არა თუ ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, საერთოდ არაფერთან არც მშენებლობასთან დაკავშირებით და არც არაფერთან დაკავშირებით, მერია არ შეგვხმიანებია. ჩვენ 2 წელიწადზე მეტია ვცდილობთ, რომ მათგან მივიღოთ პასუხი, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგზე თუ რა ხედვა აქვთ ჩვენთან მიმართებაში , მაგრამ 2 წელიწადზე მეტია უგულველყოფენ  ყველანაირ კომუნიკაციას. ეს თუ არ არის ვაკის პარკის ტერიტორია მაშინ ხელს რატომ გვიშლიან.“ – აღნიშნა გოგა ზაქაიძემ.

მერიის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო არ აშენდება.

თბილისის მერიის ვიცე მერმა, ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ ვაკის პარკში სასტუმროს ვერავინ ააშენებს.

“დღესდღეობით, ეს კომპანია კვლავ მესაკუთრეა, მაგრამ მშენებლობის ნებართვას მერია ამ ტერიტორიაზე,  რა თქმა უნდა, არ გასცემს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში შეთანხმებას მივაღწევთ.

გარკვეული შეთავაზებები ჩვენი მხრიდან გაკეთდა, მაგრამ კომპანიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ჩვენ მათ შევთავაზეთ და ამიტომაც, დღემდე საკითხი ღიად არის.

ის გარემოება, რომ დღემდე არ არის შეთანხმება მიღწეული არის სწორედ იმიტომ, რომ კომპანიას იმედი აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებით თუ მის გარეშე, ააშენებს სასტუმროს.

მე აქვე ვაცხადებ, რომ ვაკის პარკში სასტუმროს ვერ ააშენებენ”. – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ასევე აცხადებს, რომ  ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა გამორიცხულია.

„ჩვენი ადმიანისტრაციის პირობებში გამორიცხულია ვაკის პარკში სასტუმრო აშენდეს. ჩვენ ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. იცით, რომ 2013 წელს  ნებართვა გაცემული იყო უგულავას მხრიდან. ჩვენ ეს უარვყავით, გავაჩერეთ ეს პროცესი. მიუხედავად ამისა, ჩვენ ორი წლის განმავლობაში ამ ბიზნესჯგუფს შევთავაზეთ არაერთი ადგილი მონაცვლეობისთვის, თუმცა, ისინი უარზე არიან“. –  განაცხადა ირალი ზარქუამ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები