HR hub–ის ორგანიზებით, დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის, კომპანია Girteka –ს გენერალური სპონსორობით, ევოლუშენ საქართველოს და Lineate Georgia-ს მხარდაჭერით, 6 მაისს ვაკის პარკში 14:00სთ–დან 17:00სთ–ის ჩათვლით კარიერის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 70-მდე კომპანია აქტიური ვაკანსიებით. HR მენეჯერები გაესაუბრებიან კანდიდატებს და ვაკანსიებსა და კომპანიაში არსებულ კარიერულ შესაძლებლობებს გააცნობენ.
ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შესაძლებელია www.sfero.ge -ზე.
ადგილზე მოეწყობა „წარმატების კუთხე“, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმატებული პროფესიონალები საინტერესო თემებზე ისაუბრებენ და გამოცდილებას გაუზიარებენ მოსულ ადამიანებს.
სპიკერები
14:00 თამთა ფეტელავა – პაშა ბანკის რეკრუტინგის სამსახურის უფროსი
თემა: რა უნდა ვკითხოთ HR მენეჯერს გასაუბრებაზე?
14:15 ია ნადირაშვილი – Store next Georgia-ს გენერალური დირექტორი, რითეილ კონსულტანტი, ბიზნეს ინკუბატორის ხელმძღვანელი, ქოუჩი, მენტორი, ლექტორი
თემა: I’m never dream about success I’m work for it! – მე არასდროს მიოცნებია წარმატებაზე მე ვშრომობდი წარმატებისთვის;
15:00 გიორგი კონტუაძე – ენტერპრენერი
თემა: როგორია ბედნიერი სამსახური?
15:30 სანდრო ბოლქვაძე –
16:00 ნატა ასათიანი – განათლების ფსიქოლოგი
თემა: შესაძლებლობები არ გვეძლევა, მათ ჩვენ ვქმნით
კარიერის ფესტივალის პარტნიორები არიან: Grant Thornton Georgia, KD4US, რადიო იმედი.
დეტალები: karierisfestivali2023