LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკის, საბურთალოს, გლდანისა და ისნის რაიონების მოსახლეობას 20 თებერვალს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

151
შუქი

ვაკის, საბურთალოს, გლდანისა და ისნის რაიონების მოსახლეობას 20 თებერვალს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, ელექტრომომარაგების შეზღუდვის მიზეზი გადაუდებელი სამუშაოებია.

„ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ცხვედაძის, ყიფშიძის, ლევან მიქელაძის, თენგიზ აბულაძის, თენგიზ ახმეტელის და რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ბახტრიონის, კუტუზოვის, მგალობლიშვილის, საბურთალოს, ტაშკენტის, გამრეკელის, სულხან ცინცაძის, დოლიძის, ქარელის, შავგულიძის, საირმის, შევარდენიძის, პეტრე ქავთარაძის, უნივერსიტეტის, მეფე მირიანის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, სიმონ ჩიქოვანის, ჭიათურის, ახალშენის, იოსელიანის, კოსტავას, სულხან ნასიძის, გურამ ბზვანელის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების და ჩიქვანაიას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის IIIა, IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, ბარალეთის, ულიანოვის, დავით სარაჯიშვილის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, ლიბანის, ფეიქრების და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ქურხულის, იუსტინე აბულაძის, ლადო მესხიშვილის, ხერხეულიძის, ფაღავას, ახმეტის, ნიკოლოზ იზაშვილის, თელავის, ალიხანიანის, ლაგოდეხის, ბადიაურის, სართიჭალის, ირბახის, მარტყოფის, სევანის, ბოროდინის, გონაშვილის, ცისკრის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, წურწუმიას, დედოფლისწყაროს, ნასაკირალის, გუთნის, წინანდლის, ჩიქვანაიას, ჩეხოვის, ხახანაშვილის, ვაჟა ივერიელის, მღვდელი თეოდორე ჩიხლაძის და ნიორაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან  დედოფლის  გამზირის (ნაწილობრივ), ახმეტის, გუთნის, ნიორაძის, წინანდლის, თელავის და  ჩიქვანაიას ქუჩების მოსახლეობას“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g