კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 1400 მმ-იან მაგისტრალურ წყალდენზე, ღამის საათებში, გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.
როგორც “ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მაგისტრალის ავარიულად დაზიანებული მონაკვეთი, რომელიც სასწრაფოდ მოითხოვს აღდგენას, საგურამოში გადის. ამჟამად, კომპანია მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს, ხოლო უშუალოდ მაგისტრალის აღდგენას, დღეს, საღამოს 10 საათიდან დაიწყებს.
მაგისტრალურ მილზე აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 22:00 საათიდან, ხვალ, 3 მარტის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
- წეროვანის ლტოლვილთა დასახლებას, მცხეთის ნაწილსა და სოფელ წიწამურს
- ვაკის, საბურთალოს, გლდანისა და მთაწმინდის ქუჩებისა და დასახლებების ნაწილს.
ჩამოთვლილ რაიონებში წყალმომარაგების აღდგენა ხვალ, დილის 10 სათიდან ეტაპობრივად მოხდება.