LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალების განულების ვებგვერდი გაშვებას აგვიანებს

Untitled

ვადაგადაცილებული სესხის ჩამოწერასთან დაკავშირებული საიტი, რომელიც 18:00 საათზე უნდა ჩართულიყო, ამ დრომდე არ არის ხელმისაწვდომი. აღნიშნული საიტის დომენის მფლობელი “ქართუა”. ამ ეტაპზე გვერდის ამუშავების ზუსტი დრო ცნობილი არაა.

„ქართუში“ კი აცხადებენ, რომ ვებგვერდის მუშაობასთან დაკავშირებით პრობლემა უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება. როგორც ფონდის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა, “ძალიან დიდი მომართვიანობაა და სერვერმა ტრაფიკს ვერ გაუძლო”, რაც ცოტა ხანში დარეგულირდება.

vali.ge — ეს არის ვებგვერდი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ გადაამოწმონ ე.წ. ვალების განულების პროგრამაში მონაწილეობენ თუ არა.

ვებგვერდში თავდაპირველად მხოლოდ საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკისა და ლიბერთი ბანკის მსესხებლები იქნებიან ასახული.

19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 600 ათას მოქალაქეს ვადაგადაცილებული სტატუსის მქონე სესხი ჩამოეწერება. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სესხის ჩამოწერა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეხებათ, ვისი კრედიტის ძირი თანხა არ აღემატება 2 ათას ლარს. ამ სესხების საერთო მოცულობა დაახლოებით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g