20 წლის ჯეიდ სპერჰემისა და 21 წლის ლაიამ სქეიფის ბავშვი გასულ წელს, ვალენტინობას ჩაისახა და 9 თვის შემდეგ შუბლზე გულის ფორმის სამშობიარო ლაქით დაიბადა.
„ამ ფაქტმა ვალენტინობის დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა. ფოფი-რეი ჩვენი საკუთარი კუპიდონია, – ამბობს ჯეიდი.
ბავშვს წითელი ლაქა დაბადებიდან 2 საათის შემდეგ შენიშნეს. ექიმებმა დაარწმუნეს, რომ ლაქა სამშობიარო იყო და რამდენიმე საათში გაქრებოდა, თუმცა ორი დღის შემდეგ მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ ლაქამ გულის ფორმა მიიღო და ტირილის დროს გამოსახულება კიდევ უფრო მკვეთრი ხდებოდა.
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები რომ გამოერიცხათ, ჯეიდმა და ლაიამმა ბავშვი ბევრ სხვა ექიმსაც აჩვენეს, თუმცა ყველა მათგანმა უთხრა, რომ ფოფი-რეის უბრალოდ სამშობიარო ლაქა ჰქონდა, რაც მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ იმოქმედებდა.