LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ 2022 წელს, გერმანიაში, ომის საკითხებთან დაკავშირებით საიდუმლო შტაბი შეიქმნა, სადაც უკრაინის სარდლობა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად რუსული ჯარების წინააღმდეგ ოპერაციებს გეგმავდა

198
ვალერი ზალუჟნი

„გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ 2022 წელს გერმანიაში, ვისბადენში შეიქმნა საიდუმლო შტაბი, სადაც უკრაინის სარდლობა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად რუსული ჯარების წინააღმდეგ ოპერაციებს გეგმავდა“, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზალუჟნი სოციალურ ქსელში წერს.

უკრაინული მედიის ცნობით, საიდუმლო შტაბის მოქმედების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა New York Times-მა გაავრცელა.

„შტაბი ნამდვილად იქცა ჩვენს საიდუმლო იარაღად ოპერაციების დაგეგმვისა და მათი განხორციელების საჭიროებების ჩამოყალიბებაში“, – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი.

როგორც ზალუჟნი აღნიშნავს, შტაბის მუშაობა იყო უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის ურთიერთობის საიმედო და ეფექტური მექანიზმი. მისივე თქმით, ვისბადენის შტაბმა დაგეგმა ოპერაციები, ჩაატარა საომარი თამაშები, ჩამოაყალიბა საჭიროებები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის და გადაეცა ისინი შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნების დედაქალაქებს.

„ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2022 წლის ზაფხულში, როდესაც ჩვენმა პარტნიორებმა გამოთქვეს ეჭვი უკრაინის ფრონტისთვის გარკვეული ტიპის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიზანშეწონილობის შესახებ“, – აღნიშნა ზალუჟნიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g