LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალერიან გუნიას სახ. თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდულმა კავშირმა კანონპროექტზე „ხელოვანის სტატუსის შესახებ“ მუშაობა დაასრულა

141
Untitled design (3)

ვალერიან გუნიას სახ. თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირმა დაასრულა კანონპროექტზე „ხელოვანის სტატუსის შესახებ“ მუშაობა. საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად გადაეცა საქართველოს პარლამენტს.

პროექტი განხორციელდა ნორვეგიის სამეფოს დაფინანსებული UNESCO-Aschberg-ის პროგრამის მხარდაჭერით და ეფუძნებოდა იუნესკოს 1980 წლის რეკომენდაციას ხელოვანთა სტატუსის დაცვის შესახებ.

რეკომენდაცია მოიცავდა რვა მიმართულებას:

 სამართლებრივი და მარეგულირებელი ჩარჩო
 სამართლიანი ანაზღაურება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა
 სოციალური და ეკონომიკური უფლებები
 ციფრული გარემო
 შეღავათიანი მკურნალობა
 შემოქმედებითი თავისუფლება
 თანასწორობა, ჩართულობა და მრავალფეროვნება
 პასუხები კოვიდ 19-ის გამოწვევებზე

საკანონმდებლო პროექტზე მუშაობის მიზანი გახლდათ ხელოვანთა წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება, ზემოხსენებულ მიმართულებების გათვალისწინებით, რაც გულისხმობდა მათ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებული საკანონმდებლო პაკეტის მომზადებას და საქართველოს პარლამენტისათვის განსახილველად შეთავაზებას.

პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ეტაპზე განხორციელდა ე.წ. სამაგიდო და საველე კვლევები:

მათ შორის: კულტურის სფეროს საერთაშორისო ( ევროკავშირის და კორეის რესპუბლიკის) და ეროვნული კანონმდებლობების განხილვა; ჩაღრმავებული ინტერვიუები; ფოკუს ჯგუფები; დისკუსიები; სამუშაო შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში. კვლევებში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა დარგის, როგორც სსიპ-ების წარმომადგენლებმა, ისე ფრილანსერებმა.

საკანონმდებლო ინიციატივის ხილვა შესაძლებელია მითითებულ ბმულებზე: 1 და 2.

mazda magti 5g