LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვალეში 50 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს – “სამხრეთის კარიბჭე”

116
ვალეეე

ვალეში 50 წლის ქალი გარდაცვლილი ნახეს, მას ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შემთხვევა დღეს, 17 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში მოხდა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” აქვეყნებს.

ქალი ვალეში შვილთან ერთად ცხოვრობდა.

“როგორც მითხრეს დაზიანება თავად მიიყენაო, მაგრამ დაზუსტებით არ ვიცი. თავად ამას როგორ შეძლებდა?”, – ამბობს ვალეში საკრებულოს დეპუტატი, მერი ხაბეიშვილი.

გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა. პირველადი მონაცემებით, თვითმკვლელობა სახელდება.

შემთხვევის გამო, ვალის კულტურის ცენტრში დაგეგმილი კონცერტი გადაიდო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g