ირაკლი ღარიბაშვილს და ნუნუკა თამაზაშვილს კიდევ ერთი შვილი ეყოლათ, ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი „ფეისბუქზე“ წერს.
„მე და ნუნუკას მე-4 შვილი შეგვეძინა! ნინო ღარიბაშვილი! ვამაყობ ჩემი მეუღლით!“ – წერს ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილსა და ნუნუკა თამაზაშვილს პატარა ნინოს გარდა სამი შვილი ჰყავთ, სამივე ბიჭი – ნიკოლოზი, ანდრია და გაბრიელი.