LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვამაყობ რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შედიოდა: საქართველოს პრეზიდენტი

45
სალომე ზურაბიშვილი

ვამაყობ რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შედიოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი შარლ მიშელის დოკუმენტის და ანულირებაზე ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს იყო მხარეებს შორის მიღებული შეთანხმება.

“ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ რომ ხელი შევუწყვე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა პოლიტიკური კრიზისი ჩიხში შედიოდა, თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული და ვერც მის ანულირებაზე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომელსაც დოკუმენტი ეფუძნება, ამოწოურული არაა. წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს და რომელსაც მე ვუჭერ მხარს.” – განაცხადა პრეზიდენტმა

სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, იმ პარტიების დამოკიდებულობა, ვინც პარლამენტში შევიდა და ქუჩიდან საკანონმდებლო სივრცეში გადაინაცვლა.

“მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა. მივიღეთ ახალი სარჩევნო კოდექსი, დიდი იმედი მაქვს ბარიერის დაწევის შეთანხმებაც შესრულდება, რაც ახალი პარტიების გამოჩენის წინაპირობაა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

magti 5g