მოდელი ბელა ჰადიდი ტერი რიჩარდსონის ობიექტივში მოხვდა და ჟურნალისთვის Porter იპოზიორა. 20 წლის მუსლიმმა მოდელმა კომენტარი დონალდ ტრამპის პოლიტიკაზეც გააკეთა. მიმდინარე წლის თებერვალში ბელამ და მისმა დამ, ჯიჯიმ, ტრამპის მიგრაციის პოლიტიკის წინააღმდეგ აქციებში მონაწილეობა მიიღეს.
„მამაჩემი დევნილი იყო, როდესაც ამერიკაში ჩამოვიდა. ის ძალიან მორწმუნე იყო, ყოველთვის ერთად ვლოცულობდით. ვამაყობ, რომ მუსლიმი ვარ. ჩვენ არ უნდა მოვექცეთ ერთმანეთს ცუდად ეროვნების გამო. პატივისცემას ყველა იმსახურებს“, – განაცხადა მოდელმა.