„სადაც კი რამეს ჩართავ, რაშიც დენი გადის, ყველა საინფორმაციო ყუთიდან ატყუებს ხალხს „ქართული ოცნება“, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც რომან გოცირიძე აღნიშნავს, სიცრუეა, თითქოს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში პენსია სამჯერ გაიზარდა. მას არგუმენტად პენსიის ზრდის მაჩვენებლები მოჰყავს:
„საოცარია, რომ საპასუხო ნათელი არგუმენტებით არ ვესაუბრებით ჩვენს მოქალაქეებს მრავალი წელია. კი, ვამბობთ, რომ მასე არაა, მაგრამ ეს არასაკმარისია.
ვამხილოთ მათი მორიგი სიცრუე, თითქოს მათი მმართველობის პერიოდში პენსია გაიზარდა სამჯერ.
„ქართული ოცნების” მმართველობის თორმეტწლიან პერიოდში რეალური პენსია გაიზარდა მხოლოდ 62 ლარით. იცოდით? მგონი, კითხულობთ ამას ახლა და არ გჯერათ.
2012 წელს პენსია იყო 125 და 140 ლარი. 2024 წელს 315 და 415 ლარია. მართლა სამჯერ გაიზარდა? არა, რა თქმა უნდა.
ამ მონაცემებითაც კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის 12 წლის განმავლობაში საბაზო პენსია გაიზარდა მხოლოდ 190 ლარით.
დღევანდელი პენსიის მსყიდველობითუნარიანობა 2012 წლის ფასები მიხედვით, ანუ ინფლაციის გათვალისწინებით არის 187 ლარი. სინამდვილეში, რეალური პენსია გაიზარდა 62 ლარით, ანუ მხოლოდ 50 პროცენტით“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.
სადაც კი რამეს ჩართავ, რაშიც დენი გადის, ყველა სინფორმაციო ყუთიდან ატყუებს ხალხს “ქართული ოცნება”. საოცარია, რომ…
Posted by Roman Gotsiridze on პარასკევი, 11 ოქტომბერი, 2024