LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვან გაალი ფელაინის ცენტრფორვარდად გამოიყენებს

44

”მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ლუი ვან გაალმა კლუბიდან ვან პერსის და ფალკაოს წასვლის შემდეგ ახალი ფორვარდის მოყვანა ვერ მოახერხა. მისი თქმით, ეს პრობლემას სულაც არ წარმოადგენს, რადგან მას მარუან ფელაინი ყავს.

შეგახსენებთ, რომ ფელაინი უნივერსალია, მას შამშლელ და ცენტრალურ ნახევარმცველადაც შეუძლია თამაში და ცენტრ-ფორვარდადაც.

“ამ სეზონში ფელაინი 9 და 10 ნომერზე ითამაშებს, რადგან ნახევარდაცვის ხაზში ფეხბურთელები ბევრი გვყავს, ფორვარდის პოზიციაზე კი პრობლემებია”, – განაცხადა ლუი ვან გაალმა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი ფელაინიმაც გააკეთა: “ადრე მე სწორედ ამ პოზიციაზე ვთამაშობდი და გუნდს ყველანაირად დავეხმარები”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები