The Guardian-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰოლანდიელი მხატვრის ვინსენტ ვან გოგის ცნობილ ფერწერაზე “ზეთისხილის ხეები”, ექსპერტებმა მკვდარი მწერი იპოვეს.ხელოვნებათმცოდნეებმა ფერწერის ტილოში ჩამაგრებული კალია სპეციალური მიკროსკოპის საშუალებით აღმოაჩინეს. როგორც ჩანს, 130 წლის განმავლობაში კალიის არსებობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. გეტყვით, რომ “ზეთისხილის ხეები”, ვან გოგმა სიკვდილიდან ერთი წლით ადრე დახატა. ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ , რომ მხატვარს გარეთ, ბუნებაში უყვარდა მუშაობა და ალბათ, ეს ნამუშევარიც არ არის გამონაკლისი. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ასეთი უჩვეულო აღმოჩენა მათ დაეხმარება ზუსტად დაადგინონ თუ როდის დაიწყო ჰოლადიელმა ფერწერაზე მუშაობა.