LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვან გოგის მუზეუმის” მზესუმზირების ლაბირინთს გასულ წელს 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა

3898
Visitors walk to a maze of sunflowers to celebrate the opening of the new entrance of the Van Gogh Museum at the Museum Square in Amsterdam, on September 4, 2015. AFP PHOTO / ANP / REMKO DE WAAL =NETHERLANDS OUT=        (Photo credit should read REMKO DE WAAL/AFP/Getty Images)

ამსტერდამში მდებარე ვან გოგის მუზეუმი სტუმრებს შენობასთან ახლოს მდებარე მზესუმზირების ლაბირინთის დათვალიერების შესაძლებლობასაც აძლევს. გენიალური ჰოლანდიელი მხატვრის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარს სწორედ „მზესუმზირები“ წარმოადგენს და ეს მცენარე ზოგადად საკმაოდ დიდ ადგილს იკავებს ვან გოგის შემოქმედებაში.

ოქროსფერი მზესუმზირებით სავსე უზარმაზარი ლაბირინთის მონახულება 2015 წლიდან არის შესაძლებელი. ლაბირინთი, რომელშიც დაახლოებით 125 000 ძირი მზესუმზირა დგას, 2015 წელს ვან გოგის მუზეუმის ახალ შესასვლელთან გაშენდა და მუზეუმის წინ დებარე სკვერის ნახევარზე მეტს იკავებს.

ვან გოგის მუზეუმში მხატვრის 200 ჩანახატი, 500 ნახატი და 700-ზე მეტი წერილია დაცული, რაც ცნობილი ოსტატის ნამუშევრების საკმაოდ დიდ ნაწილს წარმოადგენს. მათ შორის არის ისეთი ცნობილი ნახატები, როგორებიცაა: „მზესუმზირები“, „კარტოფილის მჭამელები“, „ნუშის ყვავილობა“ და „მთესველი“.

ვინსენტ ვან გოგი პოსტ-მოდერნისტული მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენელია. მისმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია ფოვიზმსა და ექსპრესიონიზმზეც. ვან გოგი მსოფლიო მხატვრობის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მხატვრადაა აღიარებული.

ვან გოგის მუზეუმის ვებ-გვერდის ცნობით, გასულ წელს ვიზიტორთა რაოდენობამ  2,165,000 ადამიანი შეადგინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g