LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანესა ჰედჯინსი დედა გახდა – 35 წლის ვარსკვლავი მედიაზე განრისხებულია

167
86901971-0-image-a-54_1720052220620

ვანესა ჰედჯინსი დედა პირველად გახდა. მას 28 წლის ბეისბოლისტ, კოულ ტაკერისგან ვაჟი შეეძინა. ბიჭუნა, რომლის სახელი ჯერჯერობით არ ხმაურდება, ამ უკანასკნელისთვისაც პირველი შვილია.

ქსელში უკვე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, თუ როგორ ტოვებს წყვილი ჩვილთან ერთად სამშობიაროს.

აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს თავად 35 წლის მსახიობი და მომღერალი უარყოფითად შეხვდა. ინტერნეტში გამოქვეყნებულ განცხადებაში, მან მომხდარი უპატივცემულობად შეაფასა.

სურათებში, ახალნამშობიარებ დედას პატარა ხელში უჭირავს და პაპარაცებისგან დასამალად, მის სახეს ფარავს.

ცნობისთვის, ვანესა ჰედჯინსისა და კოულ ტაკერის რომანი 2020 წელს დაიწყო. მათ 2023 წლის დეკემბერში იქორწინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები