ჯონი დეპთან განქორწინების შემდეგ, ვანესა პარადის მარტო დიდხანს არ უვლია. მსახიობმა მალევე დაიწყო ახალი ურთიერთობა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.
ამ დღეებში პარადი თავის რჩეულთან ერთად ლოკარნოში გამართულ კინოფესტივალს დაესწრო, სადაც მისი მონაწილეობით ახალი ფილმის პრემიერა შედგა. ვანესას რჩეული 44 წლის სემიუელ ბენშენტრია, რომლიც პარადის მონაწილეობით ფილმის რეჟისორია.
შეგახსენებთ, რომ პარადი და ჯონი დეპი ერთმანეთს 14 წლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდნენ. მიზეზი ემბერ ჰერდი გახდა, რომელზეც დეპს დაქორწინება სურდა. მიუხედავად ამისა, ვანესამ ყოფილ ქმართან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა და ემბერთან განქორწინების პროცესის გადატანაშიც დაეხმარა.