LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვანესა რომ არ გამოჩენილიყო ჩემ ცხოვრებაში, დღეს შეიძლება, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. ყოველ დილით მისი ღიმილის დანახვით რომ იღვიძებ, ყველაფერი სხვანაირად მიდის“ – ქართულ-კუბური ოჯახის სიყვარულის ისტორია

541
ქართულ -კუბური ოჯახი

კუბელმა გოგონამ, ფიტნეს ინსტრუქტორმა ვანესა გუტიერესმა და ივენთ-მენეჯერმა ირაკლი სინჯარაძემ მათი სიყვარულის ისტორიაზე „დღის პოსტის“ ეთერში ისაუბრეს.

ირაკლი სინჯარაძე:

„შეიძლება ითქვას, ესპანეთში გავიზარდე. 11-დან 22 წლამდე იქ ვცხოვრობდი. იქ ვსწავლობდი, ვთამაშობდი ფეხბურთს, ავიღე ფეხბურთის მწვრთნელის ლიცენზიები და მერე ცხოვრებამ ჩამომიყვანა საქართველოში, მერე კი შემახვედრა ამ ულამაზეს გოგონას. ჯერჯერობით საქართველოში ვმოღვაწეობთ.“

ვანესა:

„საქართველოში უკვე 6 წელია ვცხოვრობ, რაც განსაკუთრებულად მომწონს, არის ის, რომ ხალხს შეუძლია, სიყვარული გაჩვენოს.

თავიდან რთული იყო საქართველოში ცხოვრება. მერე ენა რომ ვისწავლე, ყველა მეკითხებოდა, სად ისწავლე ასე კარგადო, მე კი ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, ვერ ვხვდები, როგორ და სად ვისწავლე ქართული“.

ირაკლი:

„კუბა ძალიან მომეწონა. ცეკვები და გართობა არ მოგვკლებია ერთი თვის განმავლობაში. გარეთ სულ 40 გრადუსია და ფიზიკურად ვერ მოიწყენ. ხალხი ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობს, მაგრამ არ გაგრძნობინებენ. ქუჩაში რომ მიდიხარ, ყველა კარგ განწყობაზეა.

ვანესა რომ არ გამოჩენილიყო ჩემ ცხოვრებაში, დღეს შეიძლება, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. ყოველ დილით მისი ღიმილის დანახვით რომ იღვიძებ, ყველაფერი სხვანაირად მიდის.“ – ამბობს ირაკლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g