ვანის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუაგორაში მეზობელმა მეზობელი მოკლა – „ინფო იმერეთის“ ინფორმაციით, დანაშაული რამდენიმე დღის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაულის იარაღი სანადირო თოფია.
შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. გამოძიება კი 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.